მეუფე ზენონი - ადამიანზე დიდი ფასეულობა ქვეყნიერებაზე არ არსებობს, არ შეიძლება ასეთი მიდგომები - განცხადება, რაც საპატრიარქომ გააკეთა,  არ არის ის, რაც უნდა გაეკეთებინათ

ადამიანზე დიდი ფასეულობა ქვეყნიერებაზე არ არსებობს, არ შეიძლება ასეთი მიდგომები, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ამასთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მისულმა ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ 27 აპრილს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას არ ეთანხმება.

„ის განცხადება, რაც საპატრიარქომ გააკეთა, ჩემთვის ეს ის განცხადება არ არის, რაც უნდა გაეკეთებინათ. მიუღებელია, როცა ამბობ, რომ გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება. რას ნიშნავს ეს? მე ვფიქრობ, რომ ჯობდა არ გაკეთებინათ განცხადება“, - განაცხადა მეუფე ზენონმა.

მეუფე ზენონმა მიმართა სპეცრაზმელებს, რომ არ აღმართონ ხელი აქციის მონაწილეებზე, რადგან ამას გამართლება არ აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს