ირაკლი ნადირაძე - თუ რუსი ოლიგარქი  თავისი “ქართული ოცნებით” დარჩა ხელისუფლებაში, შორი არ არის ის დღე, როცა პირდაპირ ქუჩაში დახვრეტენ, როგორც რუსეთში, ოპოზიციის ლიდერებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს

თუ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი თავისი “ქართული ოცნებით” დარჩა [ხელისუფლებაში], შორი არ არის ის დღე, როდესაც პირდაპირ ქუჩაში დახვრეტენ, როგორც რუსეთში, ოპოზიციის ლიდერებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს, განსხვავებული მოსაზრებების და კრიტიკის გამო. ეს იყო დემონსტრაციული ანგარიშსწორება ლევან ხაბეიშვილზე, ფიზიკური ანგარიშსწორება,- ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი ნადირაძემ ინგოროყვას კლინიკაში განაცხადა, სადაც ლევან ხაბეიშვილი იმყოფება.

მისივე განმარტებით, "ზუსტად იგივე ხდება პუტინის რუსეთში, როდესაც ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ფიზიკურად უსწორდებიან".

“ეს იყო დღევანდელი დღის უმძიმესი გაგრძელება. ზუსტად იგივე ხდება პუტინის რუსეთში, როდესაც ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ფიზიკურად უსწორდებიან. თუ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი თავისი “ქართული ოცნებით” დარჩა [ხელისუფლებაში], შორი არ არის ის დღე, როდესაც პირდაპირ ქუჩაში დახვრეტენ, როგორც რუსეთში, ოპოზიციის ლიდერებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს, განსხვავებული მოსაზრებების და კრიტიკის გამო. ეს იყო დემონსტრაციული ანგარიშსწორება მასზე (ლევან ხაბეიშვილზე), ფიზიკური ანგარიშსწორება. აუცილებლად, რუსი ოლიგარქის მთავრობამ, შსს-მ, სპეცრაზმის მეთაურმა პასუხი უნდა აგონ. მაინტერესებს, რა განცხადებას გააკეთებენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, როდესაც ასე სისხლის ფონზე, ძალადობის ფონზე, ადამიანების დასახიჩრების ფონზე უნდათ მიიღონ რუსული კანონი”,- განაცხადა ნადირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს