გიორგი ვაშაძე - პასუხს აგებს პირადად ბიძინა ივანიშვილი

ეს პირადად ივანიშვილის ანგარიშსწორებაა, რაზეც ის აუცილებლად პასუხს აგებს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ინგოროყვას კლინიკასთან განაცხადა, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილია მოთავსებული.

ვაშაძის თქმით, ბრძოლა გაგრძელდება.

"ჩვენ ეს ვერ გაგვაჩერებს, ბრძოლა გრძელდება, ხაბეიშვილი ძალიან მაგრად, მხნედ არის. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაში გავერკვევით, პასუხს აგებს პირადად ბიძინა ივანიშვილი. არც ერთი ნაბიჯი უკან, კიდევ უფრო მეტი ენერგიით, ერთიანობით ბრძოლა იმისთვის, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ეს რეჟიმი, რომელიც პირდაპირ ძალადობაზეა გადასული“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ნაცემია. ლევან ხაბეიშვილს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს