გიორგი ბოტკოველი - სპეცდანიშნულების რაზმმა მოიპარა ლევან ხაბეიშვილი, სასტიკად გაუსწორდნენ, პოლიციელებმა მოიყვანეს კლინიკაში - ეს დააანონსა გუშინ რუსმა ივანიშვილმა, ეს არის მისი მეთოდები, პასუხს აგებენ

დღეს, ლევანზე დარტყმული ხელი არის შურისძიება პირადად ივანიშვილის, გომელაურისა და მათი ბანდის, დაჯგუფების მხრიდან , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

გიორგი ბოტკოველის თქმით, ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად პასუხს აგებს ქართველი ხალხის წინაშე.

„ეს დააანონსა გუშინ რუსმა ივანიშვილმა, ეს არის მისი მეთოდები. ეს ასე არ დამთავრდება. დღეს ლევანზე დარტყმული ხელი არის შურისძიება პირადად ივანიშვილის, გომელაურისა და მათი ბანდის, დაჯგუფების მხრიდან. ამაზე პასუხს აგებენ აუცილებლად.

სპეცდანიშნულების რაზმმა მოიპარა ლევან ხაბეიშვილი, სასტიკად გაუსწორდნენ. ვიღაც პოლიციელებმა მოიყვანეს უკვე აქ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გაირკვევა და პასუხს აგებს აუცილებლად ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის წინაშე“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ნაცემია. ლევან ხაბეიშვილს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს