ლევან ბეჟაშვილი - ჩვენი ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი სცემეს, შემდეგ პოლიციას ჩაუსვეს მანქანაში, მოიყვანეს კლინიკაში და წავიდნენ - "ხარებას" და მისი დაჯგუფების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოხდება

ჩვენი ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი სცემეს, პოლიციას ჩაუსვეს მანქანაში, მოიყვანეს, დატოვეს (ინგოროყვას კლინიკაში) და წავიდნენ,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკაში განუცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ პარტიის თავმჯდომარის ცემასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.

“მოხდება პასუხისმგებლობის საკითხის დასმა "ხარებას" მიმართ და მისი დაჯგუფების მიმართ. ვერ ვხედავთ აქ გამომძიებლებს, რომლებიც უნდა აფიქსირდებდნენ ამას და გამოძიებას უნდა იწყებდნენ დაუყოვნებლივ, ადგენდნენ მტკიცებულებებს, ვიდეოს უნდა იღებდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ხაბეიშვილი სცემეს, პოლიციას ჩაუსვეს მანქანაში, მოიყვანეს, დატოვეს და წავიდნენ. არც კი ვიცით რომელმა ეკიპაჟმა, ვინ გადასცა მათ ლევანი. არ ვიცით ვინ არიან, რათა დაიწყოს გამოძიება და მოხდეს რეაგირება”,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს