ლევან ხაბეიშვილი - ბატონო ბიძინა, შემომხედეთ! თქვენ დაარტყით ყველას, ვინც განსხვავებულად ფიქრობს - არა უშავს, კლინიკიდან უფრო სიმპათიური გამოვალ, ბრძოლა გრძელდება

თვალის ტკივილიც გაივლის, ტანიც გაივლის და ყველაფერი გაივლის, - ამის შესახებ განცხადებას ვიდეომიმართვის სახით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს, რომელიც დაზიანებების მიღების შემდეგ ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

ხაბეიშვილის თქმით, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.

"არაფერი არ მტკივა - თვალიც გაივლის, ტანიც გაივლის და ყველაფერი გაივლის, ბრძოლა პუტინისტების წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს!

ბატონო ბიძინა, შემომხედეთ. თქვენ დაარტყით ყველას, ვინც განსხვავებულად ფიქრობს. არა უშავს. უფრო სიმპათიური გამოვალ აქედან“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ფიზიკურად ათობით სპეცრაზმელი გაუსწორდა. ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს მოხდა მიზანმიმართულად.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ნაცემია. ლევან ხაბეიშვილს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს