იან კელი - კიდევ რამდენი წითელი ხაზი უნდა გადაკვეთოს საქართველოს ხელისუფლებამ იქამდე, სანამ აშშ საფასურს დააწესებს ამის საწინააღმდეგოდ

კიდევ რამდენი წითელი ხაზი უნდა გადაკვეთოს ამ ხელისუფლებამ იქამდე, სანამ აშშ საფასურს დააწესებს ამის საწინააღმდეგოდ,- ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი აქციაზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ში.

ყოფილი ელჩი დღევანდელ აქციაზე გადაღებულ კადრებს აზიარებს, რომელზეც სამართალდამცველების მიერ დემონსტრანტების დაკავებისა და მათთან ფიზიკური დაპირისპირებაა ნაჩვენები.

იან კელი მიიჩნევს, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა აღნიშნული მოვლენები უნდა დაგმოს.

„კიდევ რამდენი წითელი ხაზი უნდა გადაკვეთოს ამ ხელისუფლებამ იქამდე, სანამ ამერიკის შეერთებული შტატები დაგმობს ამას და დააწესებს საფასურს ამის საწინააღმდეგოდ“,- განაცხადა იან კელიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს