ეკა გიგაურის ინფორმაციით, აქციაზე აშშ-ის მოქალაქე, იურისტი ტედ ჯონასი დააკავეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, აქციაზე აშშ-ის მოქალაქე, იურისტი ტედ ჯონასი დააკავეს.

ეკა გიგაურის თქმით, აღნიშნულ პიროვნებას აქვს ფიზიკური დაზიანებები.

„მე ველოდები მისგან ზარს, თუ სად წაიყვანს პოლიცია, რომ გავუგზავნოთ ჩვენი ადვოკატები. ვესაუბრე, აქვს ფიზიკური დაზიანებები, მაგრამ ამბობდა, რომ წინააღმდეგობას არ უწევდა და მაინც სცემდნენ. უკიდურესად სცემეს. ჩემთან ერთად იყო და აფრიალებდა საქართველოს დროშას. როგორც ჩანს, როდესაც გაზი გაუშვეს, მაგ მომენტში იქნა დაკავებული“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ეკა გიგაურის მოსაზრებით, ხელისუფლება ფიქრობს, რომ პროტესტს გატეხს, თუმცა ასე არ იქნება და ხალხი არასდროს არ შეურიგდება, რომ „შეიყვანონ რუსეთში“.

„მე მგონია, რომ ძალიან ცალსახაა, მათ ყველაფრის ფასად აქვთ გადაწყვეტილი, რომ რუსეთში შეიყვანონ საქართველო. მათ იციან, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას ექნება წინააღმდეგობა, მაგრამ თავისას ცდილობენ. შეხედეთ რამდენი ხალხია, ეს ხალხი ნამდვილად არ შეურიგდება არასოდეს, რომ შეიყვანონ რუსეთში. რაც არ უნდა გააკეთონ, როგორი განცხადებებიც არ უნდა აკეთონ, რამდენი ცრემლსადენი გაზიც არ უნდა გაუშვან, ეს ხალხი ამას არ შეეგუება. ფიქრობენ, რომ გაგვტეხენ, მაგრამ ეს ასე არ იქნება“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს