გიორგი ვაშაძე - დამიზნებით მესროლეს, რატომ ისვრიან, რა უნდათ? - ბიძინას ვეუბნები, არ შეგრჩება!

დამიზნებით მესროლეს. რატომ ისვრიან [გაზის კაფსულებს]? აი რა უნდათ? - ბიძინას [ივანიშვილს] ვეუბნები, არ შეგრჩება! საქართველო არცერთ შემთხვევაში არ იქნება შენი. საქართველო არის ქართველი ხალხის, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია-აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სპეცდანიშნულების რაზმები აქციაზე "პროვოკაციულად იქცევიან".

"დამიზნებით მესროლეს. რატომ ისვრიან [გაზის კაფსულებს]? აი რა უნდათ? ხალხის ამ პროტესტს ვერ იტანენ. სპეციალური ჯგუფი ჰყავდათ, [ლევან ხაბეიშვილთან ერთად] ჩემს გადაცემასაც აპირებდნენ, მაგრამ კამერები იყო და ეტყობა მაგიტომ ვერ მოახერხეს. პროვოკაციულად იქცევიან, სპეციალურად მიჰყავთ ადამიანები იმისთვის, რომ პროვოკაცია მოაწყონ. მშვიდობიან მომიტინგეებთან რა გინდათ? აი, კითხვას ვსვამ. ეს ხომ ტოტალური უკანონობაა. ბიძინას [ივანიშვილს] ვეუბნები, არ შეგრჩება! საქართველო არცერთ შემთხვევაში არ იქნება შენი. საქართველო არის ქართველი ხალხის",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს