"ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილს ვერ პოულობენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ და მას ვერ პოულობენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში განუცხადეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური უსაფრთხოება უზრუნველყოს და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებასაც ავრცელებს.

„რამდენიმე წუთის წინ, ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი, ლევან ხაბეიშვილი. დაკავების მომენტში ის აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გათავისუფლოს ის“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მომხდარს არკვევენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს