ვიოლა ფონ კრამონი -  სჯობს, ევროკავშირმა შეწყვიტოს ფინანსები აღმასრულებელი დონისთვის და რაც შეიძლება მალე დააწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ - ამას იმსახურებს ქართველი ხალხი

რუსი “ტიტუშკები” მოქმედებენ. სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს იმას, რაც ვნახეთ უკრაინაში ანტი-მაიდანზე, რუსეთში და ასევე ბელარუსში, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერის” პირად გვერდზე საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამართალდამცავების მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

“რუსი “ტიტუშკები” მოქმედებენ. სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს იმას, რაც ვნახეთ უკრაინაში ანტი-მაიდანზე, რუსეთში და ასევე, ბელარუსში: სპეციალური (საპოლიციო) ძალები საიდენტიფიკაციო ნიშნები გარეშე, მაგრამ ძალიან ბევრი ძალადობით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ”, - წერს ფონ კრამონი.

მისივე აზრით, ევროკავშირმა საქართველოს დაფინანსება უნდა შეწყვიტოს, ბიძინა ივანიშვილს კი სანქციები დაუწესოს.

„არ იფიქროთ, რომ ეს არის საქართველოს მთავრობასთან ახალი პროექტების გამოცხადების მომენტი, მაგრამ ევროკავშირმა ჯობია შეწყვიტოს ფინანსები აღმასრულებელი დონისთვის და რაც შეიძლება მალე დააწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამას ელოდება და იმსახურებს ქართველი ხალხი“,- აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც აზიარებს ინფორმაციას სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორის საქართველოში მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს