ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია ორდუს უნივერსიტეტს ეწვია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, რექტორის მოადგილე ანზორ ბერიძე, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ირაკლი კორძაია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ხუხუნაიშვილი და ასოცირებული პროფესორი ლია ჭყონია საპასუხო ვიზიტით ორდუს უნივერსიტეტს ეწვივნენ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ორდუს უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ორჰან ბაშთან გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე, ერთობლივი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებასა და გაცვლითი პროგრამების შემუშავებაზე.

„მხარეთა შეთანხმებით, 28 მაისიდან 1-ელი ივნისამდე ბათუმში ჩატარდება ერთობლივი საერთაშორისო კონგრესი.

ვიზიტის ფარგლებში, ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, ორდუს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ორჰან ბაშმა და დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ორდუს უნივერსიტეტის კამპუსი, მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების აუდიტორიები და ლაბორატორიები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს