ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობას - „არა რუსულ კანონს“ მართავენ

„არა რუსულ კანონს“ - ამ ლოზუნგით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია - მსვლელობა მოაწყვეს.

ახალგაზრდები „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ და ხელისუფლებას მისი გაწვევისკენ მოუწოდებენ.

მათი თქმით, კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელს უშლის, მათთვის მიუღებელია.

სტუდენტებმა მარში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით საერთაშორისო უნივერსიტეტიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტს შეუერთდებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს