დანიელა გიტმანი - ნამდვილად ვფიქრობთ, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს

რუმინეთის ევროპულ საკითხთა სახელმწიფო მდივანის, დანიელა გიტმანის განცხადებით, საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ახლა მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს რეფორმების პროცესს.

ის ფიქრობს, რომ გამოსავალის პოვნა შესაძლებელია.

„ჩვენ ნამდვილად ვფიქრობთ, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. მაგრამ ვფიქრობ, ერთად შევძლებთ საუკეთესო გამოსავლის პოვნას, რათა მოხდეს პროგრესი და მომზადება ევროკავშირის ღირებულებების მიხედვით, რომელიც მოიცავს კანონის უზენაესობას და ყველა იმ საფუძველს, რომელიც მზადების პროცესის ბირთვი უნდა იყოს“, - განაცხადა გიტმანმა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომა იმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს