ნინო ლაცაბიძე - ჩვენ გვინდა, რომ  ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი უნიკალური ენითა და ქართული ტრადიციების დაცვით გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ბრიუსელში, ევროპის რეგიონული კომიტეტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების დღისადმი მიძღვნილ მეცხრე შეხვედრას დაესწრო.

მათივე ცნობით, რუსთავის მერი პანელში, თემაზე - ,,ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების გაფართოების პროცესი“, სიტყვით გამოვიდა.

ნინო ლაცაბიძემ სიტყვით გამოსვლისას, რუსთავის მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე, თვითმმართველობების გაძლიერებისა და საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესში, სამთავრობო და საპარლამენტო მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.

,,დღეს ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია ევროკავშირის გზაზე და კიდევ უფრო საპასუხისმგებლოა, ვისაუბრო იმ მუნიციპალურ რეფორმებზე, რომელიც აუცილებლად დაგვაახლოებს ევროპულ სტანდარტებთან, მოგვცემს შესაძლებლობას გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. დღეს, ჩემს ქვეყანას დამტკიცებული აქვს დეცენტრალიზაციის გეგმა. ეს პროცესი მიდის და მუნიციპალიტეტებში სწრაფი ტემპით ვახორციელებთ რეფორმებს, რომ გავაუმჯობესოთ ადგილზე არსებული სერვისები, მზად დავხვდეთ ახალ დელეგირებებს და შევძლოთ მათი ეფექტიანი შესრულება. პირველად, მუნიციპალურ დონეზე, რუსთავში შევქმენით რეფორმების ცენტრი, სადაც ჩვენს გუნდთან ერთად, დავიწყეთ სერვისების ახლებურად გაანალიზება. ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ხორციელდება რეფორმები და პროექტები, პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში, ხალხმა კიდევ უფრო ღირსეულად იცხოვროს. საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველობები ერთად ვაძლიერებთ ქვეყანას, რომლის კურსიც არის ევროპული. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი უნიკალური ენითა და ქართული ტრადიციების დაცვით გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები “, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის გაფართოების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს