ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოში მიიღეს კანონი, რომელიც არის გარკვეული უკუსვლა ინტეგრაციის გზაზე, ვწუხვართ და გვექნება ძალიან ღია დისკუსია, ნებისმიერი ტაბუს გარეშე

მათ მიიღეს კანონი, რომელიც არის გარკვეული უკუსვლა ინტეგრაციის გზაზე. ვწუხვართ ამის გამო, - ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ჰაჯა ლაბიბმა ბრიუსელში განაცხადა, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომა იმართება.

მისი თქმით, თუ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია არ შეიცვლება, ევროკავშირის გზაზე წინსვლა არ იქნება.

„მექნება ორმხრივი შეხვედრა. მათ მიიღეს კანონი, რომელიც არის გარკვეული უკუსვლა ინტეგრაციის გზაზე. ვწუხვართ ამის გამო და გვექნება ძალიან ღია დისკუსია, ნებისმიერი ტაბუს გარეშე. ვნახავთ, როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მათ და როგორ შევცვალოთ ეს სიტუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, წინსვლა არ ექნებათ“, - განაცხადა ჰაჯა ლაბიბმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს