ჯეიჰუნ ბაირამოვი - აზერბაიჯანი სომხეთთან ორმხრივი და პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრეა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის თქმით, აზერბაიჯანი სომხეთთან ორმხრივი და პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრეა.

„ორმხრივი და პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელსაც აზერბაიჯანი მხარს უჭერს, გათვლილია სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა არაბული სახელმწიფოების ლიგა-ცენტრალური აზია-აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური და თანამშრომლობის ფორუმის მესამე სესიაზე.

ბაირამოვმა, ასევე, ისაუბრა პოსტკონფლიქტურ პერიოდში რეგიონში არსებული მდგომარეობის, აზერბაიჯანის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი აღდგენითი და სამშენებლო სამუშაოების, ნაღმების საფრთხის და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს