ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო პოსტერებით მივიდნენ.

მათი განცხადებით, ამ კანონის მიღება და რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება სახელმწიფოსთვის დამღუპველია.

„ყველამ კარგად ვნახეთ, თუ როგორ წავიდნენ ადამიანები გუშინდელ შეკრებაზე. კარგად ვიცით, რამდენ ადამიანს ელოდებოდნენ და რამდენი არ წავიდა. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაგვიანონსა რეპრესიები, დააანონსა დაჭერები და ეს გააკეთა ღიად, საჯაროდ. სწორედ ამ ადამიანებთან ვართ მოსულები, რადგან ვუთხრათ, რომ რუსული ინტერესების გამტარი არიან თვითონ, ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქს, ამ ქვეყანას აუცილებლად წავიყვანთ ევროპაში, რა ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს“, - განაცხადა პარტია „დროას“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს