ბენიამინ ნეთანიაჰუ - მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება რაფაჰში შესვლის გეგმებს არ შეცვლის

მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება რაფაჰში შესვლის გეგმებს არ შეცვლის, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ მძევლებისა და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებთან შეხვედრისას განაცხადა.

„იდეა, რომ ჩვენ ომს იქამდე შევაჩერებთ, სანამ ყველა მიზანს არ მივაღწევთ, შესაძლო ვარიანტს არ წარმოადგენს. ჩვენ რაფაჰში შევალთ და იქ „ჰამასის“ ბატალიონებს გავანადგურებთ, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა შეთანხმება, რათა სრულ გამარჯვებას მივაღწიოთ“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „ჰამასის“ მძევლებისა და ღაზაში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდეს, რომ ომი განაგრძოს და საერთაშორისო ზეწოლას გაუძლოს.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს