ჩინეთის საგარეო უწყება - „ჰამასისა“ და „ფატაჰის“ წარმომადგენლებმა შერიგებისთვის პოლიტიკური ნება გამოხატეს

„ჰამასისა“ და „ფატაჰის“ წარმომადგენლებმა შერიგებისთვის პოლიტიკური ნება გამოხატეს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ჯიანმა განაცხადა.

„პალესტინის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა („ფატაჰი“) და ისლამური წინააღმდეგობის დაჯგუფების („ჰამასი“) წარმომადგენლები პეკინში რამდენიმე დღის წინ სიღრმისეული და გულწრფელი დიალოგის გამართვის მიზნით ჩამოვიდნენ“, - განაცხადა ლინ ჯიანმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ გაწეული ძალისხმევისთვის ორივე მხარემ პეკინს მადლობა გადაუხადა.

„ისინი შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებებს გააგრძელებენ, რათა პალესტინის ერთიანობის მიღწევა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. პეკინს პალესტინის შიდა გაერთიანების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს და დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმებას მიაღწიეს“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

ცნობისთვის, 2006 წელს ღაზის სექტორში გამართულ არჩევნებში „ჰამასმა“ გაიმარჯვა, რის შედეგადაც „ფატაჰსა“ და „ჰამასს“ შორის პოლიტიკური უთანხმოება გამწვავდა და 2007 წელს ხანმოკლე ომის შედეგად „ჰამასმა“ „ფატაჰი“ ღაზიდან გააძევა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს