ლონდონში მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი ხმლით დაჭრა

ლონდონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ხმლით შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა რამდენიმე ადამიანს, მათ შორის ორ პოლიციელს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა სასწრაფო სამედიცინო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ 5 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, თავდაპირველად, საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, შემდეგ კი „საზოგადოების სხვა წევრებსა და პოლიციის ორ თანამშრომელს“ თავს დაესხა.

თავდამსხმელი, 36 წლის მამაკაცი დაკავებულია და პოლიცია აცხადებს, რომ ინციდენტი ტერორიზმს არ უკავშირდება.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს