ბათუმში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის  შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დასრულდა

ბათუმში ევროპის მოედანზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დასრულდა.

აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მოქალაქეები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოფინეს, ასევე შეასრულეს ჰიმნი.

აქციის მონაწილეებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა სიტყვით მიმართეს. მათ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ კრემლისგან შთაგონებული კანონის მიზანია, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია საშუალებები გაუქმდეს და აგენტებად გამოცხადდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი მხოლოდ რუსეთში მოსწონთ, რაც საქართველოსთვის სახიფათოა.

ბათუმში შეკრებილმა მოქალაქეებმა “ქართულ ოცნებას” მოუწოდეს, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს