„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ბათუმში დღეს აქცია გაიმართება

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – „შემოუერთდი წინააღმდეგობის აქციას ბათუმში“, - ამ ლოზუნგით ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია დღეს 19:00 საათზე გაიმართება.

“ამ დღეებში ჩვენი ნამდვილი საქართველო გამოჩნდა - გაბედული, პრინციპული, მშვიდობიანი, გონიერი, ენერგიული, განათლებული და ორგანიზებული.

ვაჩვენეთ, რომ არ გვეზარება, არ ვიღლებით და არ გვეშინია ამ ბრძოლაში ყოფნის, იმიტომ, რომ ეს არის ბოლო პერიოდის ჩვენი ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა თავისუფლებისა და ბედნიერი მომავლისთვის.

ხელისუფლებამ დაგვანახა, რომ ძველი მეთოდების ერთგულია და რეგიონებიდან იძულებით ჩაყვანილი ხალხის აქციას მართავს. ჩვენ კი, ვინც ბათუმში დავრჩით, ევროპის მოედანზე ვიკრიბებით, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი დაუმორჩილებლობა.

29 აპრილს, 19:00 საათზე შემოუერთდი წინააღმდეგობის აქციას, გავუყენოთ რუსული კანონი რუსული საკრუიზო გემის გზას, როგორც ეს ერთი წლის წინ ბათუმში მოხდა”,- აცხადებენ ორგანიზატორები.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს