ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს - მეორე ტური 8 მაისს გაიმართება

ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს, მეორე ტური 8 მაისს გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების 89,98%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციის კანდიდატი, გორდანა სილიანოვსკა ამომრჩეველთა 39,9%-ის მხარდაჭერით ლიდერობს. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ ხმების 19,9% მიიღო, ხოლო მესამე ადგილს ხმების 13.6%-ით საგარეო საქმეთა მინისტრი, ბუიარ ოსმანი იკავებს.

პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 49,75% შეადგინა. ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 მაისს, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს