ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან მყოფ ახალგაზრდებს - დღეს დამაგვიანდა, მაპატიეთ, მაგრამ ხვალიდან აქციებს შემოვუერთდები

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა.

აქციას ახალგაზრდები 25 აპრილს 19:00 საათზე კვლავ გამართავენ.

აქციას დასასრულს პარლამენტთან მივიდა ლაზარე გრიგორიადისი, რომელმაც საპატიმრო დღეს პრეზიდენტის შეწყალების შედეგად დატოვა.

მისი თქმით, ხვალიდან ის საპროტესტო აქციებს შეუერთდება.

“ხვალ შვიდ საათზე ისევ ვიკრიბებით. დღეს დამაგვიანდა, მაპატიეთ, მაგრამ ხვალიდან აქციებს შევუერთდები.

ხალხის აქტიური ჩართულობით მოხდება ის, რაც მოსახდენია. ევროკავშირიც გვერდით გვიდგას”, - განაცხადა ლაზარე გრიგორიადისმა ჟურნალისტებთან.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს