ვოლოდიმირ ზელენსკი - ახლა გავაკეთებთ ყველაფერს, რათა იმ ნახევარი წლის კომპენსირება მოვახდინოთ, რომელმაც დებატებში და ეჭვებში გაიარა - რასაც პუტინი ახლა გეგმავს, მის წინააღმდეგ უნდა შევატრიალოთ

ახლა დავიწყებთ იმ ნახევარი წლის კომპენსირებას, რომელმაც დებატებში და ეჭვებში გაიარა. ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფაზე.

“ახლა გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ნახევარი წლის კომპენსირება მოვახდინოთ, რომელმაც დებატებში, ეჭვებში გაიარა. ის, რისი გაკეთებაც რუსმა ოკუპანტმა ამ დროის განმავლობაში შეძლო, ის, რასაც პუტინი ახლა გეგმავს, მის წინააღმდეგ უნდა შევატრიალოთ.

ყველა მისი ქმედება ფრონტზე, ყველა მისი დარტყმა ჩვენს ენერგეტიკაზე, ინფრასტრუქტურაზე, მთელი მისი ტერორი ჩვენი ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ - ამ ყველაფერმა მობილიზება უნდა მოახდინოს ჩვენი, მსოფლიოში ყველასი, ვინც ნამდვილად აფასებს სიცოცხლეს, რუსეთზე მეტი ზეწოლისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტ ბაიდენთან ყველა ჩვენი შეთანხმება რეალიზებული იყოს ასი პროცენტით. მადლობა, ამერიკა!” - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინული მხარე ამ დღეებში ამერიკელ პარტნიორებთან აქტიურად მუშაობდა ყველა დონეზე, რათა ოპერატიულად “შეევსო ეს პაკეტი” სწორედ ისეთი იარაღით, რომელიც უკრაინელ სამხედროებს სჭირდებათ.

“ATACMS-ებიდან და არტილერიიდან, ტანკსაწინააღმდეგო იარაღიდან და HIMARS-ისთვის რაკეტებიდან საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემებამდე და ტექნიკამდე”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს