ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს - არცერთი თქვენგანისთვის „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ არ შეიქმნება სამუშაო ადგილები, არ დაიწევს გადასახადები, ისევ ისეთი გაჭირვება, უსამართლობა იქნება, ისევ ისე იფიქრებთ ქვეყნიდან გაქცევაზე

არცერთი თქვენგანისთვის „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ არ შეიქმნება სამუშაო ადგილები, არ დაიწევს გადასახადები, ისევ ისეთი გაჭირვება, უსამართლობა იქნება, ისევ ისე იფიქრებთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები ამ ქვეყნიდან გაქცევაზე, როგორც აქამდე და ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტი, ხელისუფლება ემსახურებოდეს ხალხს, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მთელი ქვეყანა ემსახუროს მას , - ამის შესახებ ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლებამ, „რუსული კანონის“ პარალელურად შემოიტანა ე.წ. ოფშორებთან „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონი, რომელიც მისი თქმით, ცინიზმის მწვერვალია.

მისივე მოსაზრებით, საქართველო ახალგაზრდებთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს.

“ეს კანონი სასიკეთოდ, პოზიტიურად არ გეხებათ არცერთს. არცერთი თქვენგანისთვის ამ კანონის მიღების შემდეგ არ შეიქმნება სამუშაო ადგილები, არ დაიწევს გადასახადები, ისევ ისეთი გაჭირვება იქნება, ისევ ისეთი უსამართლობა იქნება, ისევ ისე იფიქრებთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები ამ ქვეყნიდან გაქცევაზე, როგორც აქამდე და ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტი, ხელისუფლება ემსახურებოდეს ხალხს, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მთელი ქვეყანა ემსახუროს მას და „რუსული კანონის“ პარალელურად შემოიტანა კანონი, სადაც ცინიზმის მწვერვალია.

მილიარდერი კაცი ამბობს, მილიარდები უნდა გავრეცხო ისე, რომ ლარის გადახდა არ მინდა. აბა თქვენ გამოიწერეთ 300-400 ლარად რამე ევროპაში, ჯიბეში ჩაგიძვრებიან, ნახევარი ბიძინამ, კობახიძემ, მდინარაძემ და უმრავლესობამ რომ გაიყოს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა არ იქნება იოლი, ეს ბრძოლა იქნება ძალიან რთული, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, გმირ ქართველ ხალხთან, ახალგაზრდებთან ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავალთ სამშვიდობოს. ამ ახალგაზრდებს ვეღარავინ ვერ მოატყუებს „ოდნაკლასნიკებსა“ და „ფეისბუქს“ შორის ახალგაზრდებმა დიდი ხანია გააკეთეს არჩევანი და მათი არჩევანია „ფეისბუქი. „მოსკვიჩსა“ და „მერსედეს“ შორის დიდი ხანია არჩევანი გაკეთებულია და დიახ, ეს არის „მერსედესი“. დიახ, ამ ახალგაზრდებს აღარ უნდათ იცხოვრონ რუსულ ჭაობში და ყველას ესმის ეს. თურმე, მთელ მსოფლიოში, ვერც სახელმწიფო დეპარტამენტში ვერ კითხულობენ კანონს, ვერც გერმანიის კანცლერი, ვერც ფრანგი, ვერც ესტონელი, ვერც პოლონელი და თურმე ზარქუა, მდინარაძე, სუბარი და ხუნდაძე კითხულობენ და ესმით. გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და თავისუფალ საქართველოს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებით „ქართული ოცნება“ აპირებს უარი თქვას ევროკავშირზე, რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება.

„ხუთი თვეა არჩევნებამდე დარჩენილი და თუ არ არიან პროვოკატორები, თუ არ აქვთ დავალება, მაშინ ეს ხუთი თვე რას უწყვეტთ, დაე გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა არჩევნებზე როგორი ხელისუფლება სურს, როგორი კანონები უნდა, მაგრამ არა, ამ კანონით ისინი აპირებენ უარი თქვან ევროკავშირზე და ჩვენ, ქართველი ხალხი ამას არ შევეგუებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ. მათთვისაც, მათი შვილებისთვისაც უნდა გავიმარჯვოთ.

დიდმა შავმა ღრუბელმა მოიყარა თავი მათ თავზე. არავის სანქცირება არ გვინდა, არავის დასანქცირება არ გვაინტერესებს, მე მინდა ჩემი ქვეყანა ევროპული, თავისუფალი და ერთიანი. არავის სანქცირებას არ მივესალმები, ოღონდ გაიტანონ უკან ეს რუსული კანონი. მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო და უნდა ესმოდეთ, რომ აქციებიც გაგრძელდება, პროტესტიც და როგორც არ უნდა მორჩეს ეს კანონის საქმე, უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო გავა სამშვიდობოს და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, ახალგაზრდებს, სამოქალაქო საზოგადოებას და აქ ითქვა, რომ არანაირი განსხვავება, განსხვავებას მერეც მოვძებნით, მერეც ვიკამათებთ, ოღონდ იმაზე თუ როგორი ხელფასი უნდა ჰქონდეს პედაგოგს, როგორი დაზღვევა უნდა ჰქონდეს მოქალაქეს, ემიგრანტები როგორ დაბრუნდნენ ქვეყანაში, როგორ უნდა იყოს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. ეს არის მთავარი სამსჯელო და არა ივანიშვილის მიერ მოგონილი და შეთითხნილი კანონი, რომელსაც ქართველი ხალხი აუცილებლად წააღებინებს უკან ან კანონს ან ოქტომბერში უცილებლად მოხდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს