ქუთაისში მსვლელობა „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს

ქუთაისში აქცია-მსვლელობა „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.

ისინი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ქვეყნის განვითარებას საფრთხე ექმნება.

აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიების ლიდერები შეუერთდნენ. კერძოდ, "გამარჯვების კოალიციის" ფარგლებში მსვლელობას შეურთდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას, კანონპროექტი გაიწვიოს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს