ლევან ხაბეიშვილი - ქვეყანაში ახალგაზრდებთან ბრძოლა არავის არ მოუგია და შესაბამისად ვერც ივანიშვილი და გომელაური ვერ მოიგებს

ამ ქვეყანაში ახალგაზრდებთან ბრძოლა არავის არ მოუგია და შესაბამისად ვერც ივანიშვილი და გომელაური ვერ მოიგებს, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა შსს-ს განცხადებასთან დაკავშირებით.

ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, შსს-ს განცხადება ღიმილის მომგვრელია.

ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ შეაშინოს ქართველი ხალხი და ცხადია ქართველი ხალხის დაშინებით, ხელების გადაგრეხით ისინი შედეგს ვერ მიაღწევენ. მნიშვნელოვანია, რომ ესმოდეს ყველას, განსაკუთრებით ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნებაა ევროკავშირში შესვლა და მათი ეს დამოკიდებულება, რომ ემუქრებიან ახალგაზრდებს ცოტა არ იყოს და ღიმილის მომგვრელია. ამ ქვეყანაში ახალგაზრდებთან ბრძოლა არავის არ მოუგია და შესაბამისად ვერც ივანიშვილი და გომელაური ვერ მოიგებს“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსთაველზე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს - იდენტიფიცირებულნი იქნებიან პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს