ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში, „ჰეზბოლას“ 40-მდე ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელა.
„ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალების გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა და არტილერიამ „ჰეზბოლას“ 40-მდე ტერორისტულ ობიექტს დაარტყეს“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ავიაიერიშების სამიზნეს აიტა ალ-შააბის გარშემო არსებული იარაღის საწყობები წარმოადგენდა.