ირაკლი ქადაგიშვილი -  პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება არის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიციაზე თავდასხმის წახალისება - პრეზიდენტმა კონსტიტუცია და ინსტიტუტები შეურაცხყო!

პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება არის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიციაზე თავდასხმის წახალისება - პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუცია და ინსტიტუტები შეურაცხყო! - ასე ეხმაურება გრიგირიადისის გათავისუფლებას “ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.

„როგორი განსხვავებული აზრის გამოხატვითაც არ უნდა იყოთ დაკავებული, არ შეიძლება განსხვავებული აზრი “მოლოტოვის კოქტეილში“ გადაიტანოთ, რომელიც საბჭოთა კავშირში გამოგონილი, ტანკების დასაწვავი იარაღია - შენი ქვეყნის კონსტიტუციას, შენი ქვეყნის პოლიციას ესროლო და ახალგაზრდა ადამიანის დაწვა სცადო“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დაწესებულება დღეს დატოვა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს