ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებს - აქ, უკრაინაში, სამწუხაროდ, არ გვაქვს თავდაცვის ისეთი დონე, რაც ყველამ ვნახეთ ისრაელში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელის სამიტზე შეკრებილ ევროკავშირის ლიდერებს მიმართა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა.

სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ რუსული ძალების მიერ ჩერნიგოვის დაბომბვაზე ისაუბრა, რასაც, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა.

” ეს არის ის, რაც ყოველდღე ხდება უკრაინაში და რაც ასახავს ჩვენს ამჟამინდელ ძირითად საჭიროებას - საჰაერო თავდაცვის საჭიროებას. აქ, უკრაინაში, ევროპის ჩვენს ნაწილში, სამწუხაროდ, არ გვაქვს თავდაცვის ისეთი დონე, რაც ყველამ ვნახეთ ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე დღის წინ, როდესაც, მოკავშირეების ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, თითქმის ყველა რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც თავს დაესხნენ ისრაელს. უკრაინის ცა და ჩვენი მეზობლების ცა თანაბარ უსაფრთხოებას იმსახურებენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გერმანიას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო. ამასთან, მან ჩამოთვალა სხვა სამხედრო დახმარება, რომელიც კიევს სჭირდება: "იარაღი ჩვენი ჯარისკაცებისთვის. ჭურვები არტილერიისთვის. სატრანსპორტო საშუალებები. დრონები. ყველაფერი, რაც ხელს უწყობს ფრონტის შენარჩუნებას."

”სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ გვინახავს ევროკავშირის მილიონი საარტილერიო ჭურვი, რომლებზეც ასე ბევრს ლაპარაკობდნენ”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზეც ისაუბრა და ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები ივნისში ოფიციალურად დაიწყონ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს