მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაურია - პოლიტიკოსები და აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლას ითხოვენ, სამართალდამცავები კი მათ ამის ნებას არ აძლევენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაურია. პოლიტიკოსები და აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლას ითხოვენ, სამართალდამცავები კი მათ ამის ნებას არ აძლევენ.

შეგახსენებთ, რომ აქციის - "არა რუსულ კანონს" მონაწილეების მიერ ხელისუფლებისთვის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევისთვის მიცემული 1-საათიანი ვადა ამოიწურა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.

აქციის ერთ-ერთი წამყვანის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლების შემდეგ ხელისუფლებისგან კანონის უკან გაწვევას და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. ასევე, შეკრებილების მოთხოვნაა, აქციაზე გავიდეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს