აფხაზეთში სამხედრო ვერტმფრენი „მი-24“ ჩამოვარდა

ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმიროვკაში ე.წ. თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „მი-24“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, - ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, ვერტმფრენმა „იძულებითი დაშვება განახორციელა“.

გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის სამივე წევრი ცოცხალია, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე ე.წ. „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი“ ლევ კვიცინია მივიდა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს