აფხაზეთში, ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით, მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო

ოკუპირებულ აფხაზეთში, აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ, ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

მედიის ინფორმაციით, აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.

„მას თავისი მმართველობის ოთხი წლის განმავლობაში საარჩევნო კამპანიიდან არც ერთი პუნქტი არ შეუსრულებია. რასაც ის აკეთებს, დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის. მას არ აქვს მორალური უფლება იყოს თავის პოზიციაზე. კაცმა წითელი ხაზი გადაკვეთა. მე ამას სახელმწიფო ღალატად მივიჩნევ“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ადლეიბამ თებერვალში განაცხადა, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა „თავისუფლებას“ აფუძნებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს