ვლადიმერ პუტინი - კადიროვები რუსეთის გმირის სტატუსს იმსახურებენ - რამზანი ტყვიების ქვეშ ძვრება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინის თქმით, ახმად და რამზან კადიროვები რუსეთის გმირების სტატუსს იმსახურებენ. მისივე თქმით, ჩეჩნეთის ამჟამინდელ ლიდერს ყოველდღიურად საფრთხე ემუქრება, რადგან იგი პირადად მონაწილეობს სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში და „ტყვიის ქვეშ ძვრება“.

მან გაიხსენა უფროს კადიროვთან შეხვედრა, როცა ახმადი მასთან მივიდა. როგორც პუტინი იხსენებს, კადიროვმა მას უთხრა ჩეჩნეთს რუსეთთან ყოფნა ერჩია.

„რისთვის მოკვდა ახმად კადიროვი? ის ჩეჩნეთისთვის მოკვდა, ის რუსეთთისთვის მოკვდა“,-განაცხადა პუტინმა.

პუტინმა ჩეჩნეთის ამჟამინდელ ლიდერ, რამზან კადიროვზეც ვრცლად ისაუბრა და მას გმირი უწოდა.

„ის პირადად მონაწილეობს სხვადასხვა საბრძოლო ოპერაციებში. მახსოვს, ეფესბეს დირექტორს რომ ვუთხარი დაეჯილდოებინა თავისი ბიჭები ერთ-ერთი ბანდფორმირების ლიკვიდაციისთვის, მან მითხრა, „ეს ჩვენ არ ვიყავით, კადიროვები იყვნენ. თავად რამზან კადიროვი“. მე მას ასე მოქცევა ავუკრძალე, მაგრამ ვერ შეაჩერებ, ტყვიის ქვეშ ძვრება“,-განაცხადა პუტინმა.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024