აქციის მონაწილეებმა საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძეს ქურთუკზე სტიკერი, წარწერით- „შეცვალე“ მიაკრეს

მარტო ივანიშვილის გზავნილებზე არ შეიძლება რომ მუშაობდეთ! ქართული საზოგადოების გზავნილი ჩაგაქვთ ? - ასე მიმართეს სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს , დავით ბაქრაძეს. ელჩი აქტივისტებთან სასაუბროდ არ გაჩერდა და უპასუხა რომ ტელეფონზე საუბრობდა.

„ნუ გაგვირბიხართ! თქვენ ხართ ვალდებული, მოგვისმინოთ და ჩვენი გზავნილები ჩაიტანოთ და არა ბიძინა ივანიშვილის გზავნილები. თქვენ არ უნდა იყოთ ოლიგარქის წარმომადგენელი, უნდა იყოთ ქართული საზოგადოების წარმომადგენელი“,- მიმართეს აქტივისტებმა დავით ბაქრაძეს.

თავის მხრივ ბაქრაძემ აქტივისტებს მიმართა, რომ ისინი არა ელჩებთან შესახვედრად, არამედ მედიისთვის იყვნენ იქ მისულები. აქტივისტებმა ადგილზე გაშალეს ბანერი წარწერით: „ამ სისტემის დედაც“, რის შემდეგაც ტერიტორია დატოვეს, რადგან ელჩებთან შეხვედრის ნებართვა ვერ მიიღეს.

აქციის მონაწილეებმა საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძეს ქურთუკზე სტიკერი, წარწერით „შეცვალე“ მიაკრეს.

სტივენ ბლოკმანი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს