დავით ბაქრაძე - ოპოზიცია ერთიანია საკუთარ მიდგომებსა და პოზიციებში, ნაბიჯ-ნაბიჯ ხელისუფლება იხევს უკან, რაც საპროტესტო აქციების და საგარეო ზეწოლის დამსახურებაა

აქციის პარალელურად ვრჩებით მოლაპარაკებების რეჟიმში და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ კონსტრუქციულად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიფიქრობთ, მოდელზე, რომელიც ქვეყანაში ხელისუფლების მიერ შექმნილი კრიზისის დასრულებას უზრუნველყოფს, ისე რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ბაქრაძის თქმით, ხელისუფლება თავიდან აცხადებდა, რომ საერთოდ არ აპირებდა მოლაპარაკებებს ოპოზიციასთან , შემდეგ აცხადებდნენ, რომ მხოლოდ ოპოზიციისგან ელოდებოდნენ წინადადებებს და თავად არაფერს შესთავაზებდნენ , ხვალ კი დადგება ის დღე , როდესაც ხელისუფლება უკან დაიხევს და საკუთარ წინადადებას მოიტანს.

„ლუკა სირაძის გარდაცვალებამ მნიშვნელოვანი კორექტირება შეიტანა ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში. კერძოდ, ჩვენ უარი ვთქვით პარლამენტის პიკეტირებაზე , რომელიც დღეს და ხვალ უნდა გამართულიყო, მაგრამ რა თქმა უნდა, პოლიტიკური ბრძოლა გაგრძელდება . კერძოდ, ამ კვირის ბოლოს, კვირა დღეს, ბათუმში იქნება ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია და მსვლელობა, იგივე მოთხოვნებით. ოპოზიცია ერთიანია საკუთარ მიდგომებსა და პოზიციებში. ვხედავთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ხელისუფლება იხევს უკან. პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ სწორი მიმართულებით მიდის, რაც საპროტესტო აქციების და საგარეო ზეწოლის დამსახურებაა“,-აცხადებს ბაქრაძე.

ბაქრაძის თქმით, ახალგაზრდებისთვის ფრაზა: „ ამ ცხოვრების დედაც“ უნდა იყოს სისტემასთან და უსამართლობასთან ბრძლის მოტივაცია და არა ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევის და დეპრესიის საფუძველი.

რაც შეეხება ინფორმაციას თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ, ბაქრაძის თქმით, ის ცენტრის გახსნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, თუ ეს სიმართლეა, ბაქრაძე გამორიცხავს, რომ ხელისუფლების თანხმობის გარეშე გახსნილიყო რუსული კულტურის ცენტრი.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024