კარლ ჰარცელი იმედს გამოთქვამს, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე ოპოზიცია და ხელისუფლება იპოვის გზებს, რომ დიალოგი გაგრძელდეს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი იმედს გამოთქვამს, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგება, ახალი ინიციატივები იქნება.

„ჩვენ გვჯერა, რომ კარგი საფუძველი არსებობს იმისა, რომ კიდევ მოხდეს შეხვედრა. იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან რამე ახალს ვიხილავთ. არ მგონია, რომ ეს იქნება დასკვნითი შეხვედრა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დიალოგის პროცესი გრძელდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ მხარეების ჩართულობა და რომ პროცესი წინ მიიწევს. ხვალისთვისაც ვიმედოვნებ, რომ ვიპოვნით გზებს, რომ პროცესი გაგრძელდეს“,-განაცხადა კარლ ჰარცელმა.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024