პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად რევაზ მიქაბერიძე აირჩია

პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად რევაზ მიქაბერიძე აირჩია. მიქაბერიძის კანდიდატურის არჩევის თაობაზე დადგენილების პროექტს 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტს საპროკურორო საბჭოს წევრობის კიდევ ერთი კანდიდატურა ჰქონდა წარდგენილი, თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, თეა ხამხაძემ საკუთარი კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით პარლამენტს განცხადებით მიმართა. შესაბამისად, დღეს პლენარულ სხდომაზე მხოლოდ რევაზ მიქაბერიძის კანდიდატურას უყარეს კენჭი.

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭოს ერთ-ერთი ფუნქცია გენერალური პროკურორის კანდიდატურის შერჩევა და შემდეგ მისი პარლამენტისთვის წარდგენაა. გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024