სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან მივიდნენ და ელჩებთან შეხვედრას ითხოვენ

„ჩაიტანეთ სიმართლე“, „სისტემის გამპრავებელი ელჩები“, „ივანიშვილ-ჩოლოიანის ელჩები“ - ამ პლაკატებით სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან მივიდნენ, სადაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა იმართება.

სამოქალაქო აქტივისტების ერთ -ერთი მთავარი მოთხოვნა ელჩებთან შეხვედრაა. მათ ამ თხოვნით დაცვის სამსახურს მიმართეს.

„ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ ვიცით აქ იმართება ამბასადორიალი. გვინდა, რომ შევხვდეთ ელჩებს და განგვიმარტონ ის, თუ რა გეგმები აქვთ, რას აპირებენ, რა გზავნილებით აპირებენ წასვლას. ასევე გვინდა ქართული საზოგადოების, ქართველი ახალგაზრდებისა და სამოქალაქო აქტივისტების გზავნილი გადავცეთ მათ, რიმ მათ უნდა ჩაიტანონ სიმართლე ევროპაში და არა ოლიგარქის მიერ შესრულებული დავალებები“, - განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა ნიკა ნოზაძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024