კახა კალაძე - ლაგუნა ვერეს მიმდებარედ გზის გაფართოების პროექტბზე თბილისის მერიამ დროებით უარი თქვა

ლაგუნა ვერეს მიმდებარედ გზის გაფართოების პროექტბზე თბილისის მერიამ დროებით უარი თქვა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტი, რომელიც 10 მილიონი დოლარი ჯდებოდა პრობლემას რეალურად ვერ აგვარებდა.

„ლაგუნა ვერესთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შედგა, უბრალოდ თავი შევიკავეთ პროექტის განხორციელებისგან. როდესაც ჩავატარეთ მოდიფიცირება, ვნახეთ რეალობაში რა მოხდებოდა, 100 მეტრის იქეთ, გაგრძელებაზე ისევ საცობი ჩნდებოდა. ეს არ ნიშნავს პრობლემის მოგვარებას. აქ უნდა დაგვეხარჯა 10 მილიონი დოლარი და პრობლემას რეალურად ვერ ვაგვარებდით. ამიტომ თავი შევიკავეთ. მუშაობენ ჩვენი სამსახურები და ვნახოთ რა იქნება საუკეთესო გამოსავალი, რომ ის პრობლემა, რომელიც ყველას აწუხებს, მოგვარდეს“, - განაცხადა კალაძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024