ვლადიმერ პუტინი - ზელიმხან ხანგოშვილი სისხლიანი მკვლელი იყო, მხოლოდ ერთი ოპერაციის დროს 98 ადამიანი მოკლა

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა. მისი თქმით, ხანგოშვილი „სისხლიანი მკვლელი“ იყო.

„ის სისხლიანი მკვლელი იყო. მხოლოდ ერთი ოპერაციის დროს კავკასიაში მან 98 ადამიანი მოკლა. დაფიქრდით-98 ადამიანი... რაც შეეხება თანამშრომლობას, ის უნდა იყოს ორმხრივი. სირიის ციხეებში ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს“ ბევრი მებრძოლია. მათი უმეტესობა ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან არიან, მეორე ადგილზე კი რუსეთის მოქალაქეებია. ისინი მკვლელები, ტერორისტები არიან. წარმოიდგინეთ, ისინი ევროპის ქალაქებში სეირნობენ, მათ შორის ბერლინში. ასეთი ადამიანიც თავისუფლად სეირნობდა ერთ-ერთ ევროპულ დედაქალაქში“, - განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, გერმანია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსულ კვალზე საუბრობს. ოფიციალურმა ბერლინმა საქმესთან დაკავშირებით ორი რუსი დილომატი ქვეყნიდან გააძევა, რასაც რუსეთის მხრიდან ანალოგიური პასუხი მოჰყვა.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024