სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა “მწვანე სკოლის” შემოწმება დაასრულა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ “მწვანე სკოლის” შემოწმება დასრულდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლის, ოთარ ჩახუნაშვილის განცხადებით, ჩატარებულ შემოწმებას სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მისივე თქმით, საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და მოკვლევას საჭიროებს, რის გამოც დამატებით კომენტარებს უწყება ამ ეტაპზე ვერ გააკეთებს.

„უნდა შევისწავლით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნები. გპირდებით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შევისწავლით ამ საკითხს და საზოგადოებას დამატებით ეცნობება ინფორმაცია”,- განაცხადა ოთარ ჩახუნაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, “მწვანე სკოლაში” სახელმწიფო ინსპექტრის სამსახური შემოწმებას ახორციელებდა. უწყების წარმომადგენლის განმარტებით, გამოძიების ფარგლებში, სკოლის მხრიდან გამოიკვეთა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების მოპოვების, შენახვის და მათ შორის გავრცელების წესების დარღვევის ნიშნები.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024