ეკა ბესელია - იუსტიციის საბჭომ მოსამართლეთა შერჩევის ახალი კონკურსი დაიწყო - ეს პროცესი უნდა შეჩერდეს

იუსტიციის საბჭომ უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ვაკანტურ პოზიციებზე ახალი კონკურსი დაიწყო და პარლამენტიც ემზადება ამ პროცესისთვის. ამიტომ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ბესელიამ დიპლომატებს მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე ახალი ინიციატივა წარუდგინა და განაცხადა, რომ მათი მხრიდან პრინციპების დონეზე ეს ინიციატივა მისაღებია. ბესელიას თქმით, მოსამართლეთა დანიშვნა უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს.

„დიპლომატიურ კორპუსს და საელჩოს წარმომადგენლებს გავაცანი ახალი ინიციატივა მოსამართლეთა არჩევის პროცესში ცვლილებების თაობაზე. იცით, რომ იუსტიციის საბჭომ დარჩენილ ვაკანსიებზე ახალი კონკურსი დაიწყო და პარლამენტიც ემზადება ამ პროცესისთვის. ამიტომ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. ამერიკის საელჩოს, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მომხსენებლების მკაცრ შეფასებებში აბსოლუტურად ღიად არის მითითებული, რომ ახლა მაინც გაითვალისწინოს ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის, ევროკავშირის და ამერიკის საელჩოს რეკომენდაციები. ამ ახალი ინიციატივის პრინციპები დიპლომატიური კორპუსისთვის მისაღებია. ასევე, ვიმუშავებ უმრავლესობის ცალკეულ დეპუტატებთანაც. საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის და ყველა ჩვენგანის მხარდაჭერა აუცილებელია იმისთვის, რომ პარლამენტმა ეს ცვლილებები აუცილებლად მიიღოს, იქამდე კი ახალი მოსამართლეების არჩევის პროცესი შეაჩეროს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს