აჭარის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით დაიხურა

დღეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით 23-ე სხდომაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ 2016-2019 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ (III მოსმენა) კანონის პროექტი, რომელიც ბიუროს წევრებს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარუდგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, კანონის პროექტი მესამე მოსმენით უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე განიხილება.

„სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსის ზურაბ ჭურკვეიძის მიერ წარმოდგენილ უმაღლესი საბჭოს 2020 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერას ბიურომ ერთხმად დაუჭირა მხარი. ბიუროს სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. უმაღლესი საბჭოს 2019 წლის საშემოდგომო სესია საქართველოს ჰიმნით დაიხურა,”-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა