გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს მეორე ორწლიანი განახლებული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს მეორე ორწლიანი განახლებული ანგარიშის პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) და გლობალურ გარემოსდაცვით ფონდს (GEF) აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის და ყურადღება დოკუმენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„გაეროს კონვენციის მიმართ ანგარიშის მომზადება მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ეროვნული პოლიტიკის გასატარებლად. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც პარიზის შეთანხმება და სხვა საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმება გვაკისრებს, დროულად და ზედმიწევნით შევასრულოთ. მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილება დადასტურებული ფაქტია და სათბური აირების ემისიების შემცირების საკითხისადმი თითოეული ქვეყნის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ მიმართა.

„2019 წელი საკვანძო თარიღია პარიზის შეთანხმების შესრულების კონტექსტში, რადგან მსოფლიოს ქვეყნებმა უნდა განაახლონ შეთანხმების ფარგლებში აღებული ეროვნული ვალდებულებები სათბური აირების გაფრქვევის შემცირებასთან დაკავშირებით. საქართველო მზადაა ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები დაისახოს და მწვანე ეკონომიკის განვითარებისკენ შემდგომი ნაბიჯები გადადგას, რაშიც მას გაეროს განვითარების პროგრამა დაეხმარება“,- განაცხადა ანნა ჩერნიშოვამ.

პრეზენტაციის ფარგლებში, უახლესი ორწლიანი ანგარიშის განხილვისას, სათბური აირების გაფრქვევის წყაროების, მათი გაზომვის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის (MRV) ეროვნული სისტემის აღწერის შესახებ განახლებული ინფორმაცია და რეკომენდაციები წარმოადგინეს.

ანგარიშში, ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს გამოწვევები კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებით. ყურადღება საკანონმდებლო რეგულაციების სრულყოფის, დაფინანსების საჭიროების, ინსტიტუციური მექანიზმების გამართვის, მეტი ხარისხიანი კვლევისა და კლიმატისადმი მეგობრული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებზე გამახვილდა.

ღონისძიებას სამინისტროს შესაბამისი უწყებების, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა