„საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს კიდევ ერთ ინოვაციურ სიახლეს - Apple Wallet-ით თანხის გამოტანას სთავაზობს

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლისათვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, ამჯერად სიახლე Apple wallet-ით თანხის ბანკომატიდან გამოტანას შეეხება.

„საქართველოს ბანკი“ მუდმივად ცდილობს მომხმარებელს მისი საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტი კომფორტი შეუქმნას. დღეიდან, მომხმარებელს უკვე აქვს შესაძლებლობა, უსაფრთხოდ, ბარათის გამოყენების გარეშე, Apple Wallet-ით გაანაღდოს თანხა. Apple Wallet - ით თანხის გამოტანისთვის საჭიროა მხოლოდ მობილური ტელეფონი მიუახლოვოთ საქართველოს ბანკის ბანკომატის უკონტაქტო წამკითხველს, აკრიფოთ შესაბამისი ბარათის პინ კოდი და მიჰყვეთ განაღდების სტანდარტულ სქემას.

პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბარათის გამოყენების გარეშე, Apple Pay-ით არა მხოლოდ თანხის გადახდის, არამედ ნებისმერ დროს, ბანკომატიდან თანხის გამოტანის შესაძლებლობასაც აძლევს. თუკი მომხმარებელს ჯერ კიდევ არ აქვს Apple Pay, მას შეუძლია დაამატოს ბარათი Apple Wallet-ის აპლიკაციას და ისარგებლოს მისი ყველა უპირატესობით. გამოიყენე ყველა შესაძლებლობა, რომლებსაც საქართველოს ბანკის ახალი თაობის პროდუქტები გთავაზობს!,“-აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა