მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს, 18.00 სათზე  იმსჯელებს

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებელის, მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა 18:00 საათზეა დანიშნული. თუ სად გაიმართება სასამართლო პროცესი, საავადმყოფოში, სადაც მარიანა ჩოლოიანია მოთავსებული, თუ სასამართლოში, ეს ამ ეტაპზე უცნობია.

ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად დღეს, საავადმყოფოში წაუყენეს.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024