ვლადიმერ პუტინი - თუ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ლიდერები მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე არ ჩამოვლენ, ეს დიდი შეცდომა იქნება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ლიდერების უარი, ჩავიდნენ მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისთვის მიძღვნილ აღლუმზე, ეს იქნება შეცდომა.

„ეს მათი უფლებაა, მაგრამ, თუ ვინმე არ ჩამოვა დღევანდელი თავისებურებების გამო, ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არ გამოავლენენ პატივისცემას იმ ხალხის მიმართ ვინც იბრძოდა და სიცოცხლე შესწირა მათი სამშობლოს დამოუკიდებლობას“, -განაცხადა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერეციაზე.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024